TRT World Forum 2023 8-9 დეკემბერს გაიმართება

TRT-ს ორგანიზებით, 8-9 დეკემბერს სტამბოლში გაიმართება „TRT World Forum 2023“ თემაზე „ერთად განვითარება: პასუხისმგებლობები, მოქმედებები და გადაწყვეტილებები“

2071090
TRT World Forum 2023 8-9 დეკემბერს გაიმართება

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის კორპორაციის (TRT) ორგანიზებით, 8-9 დეკემბერს სტამბოლში გაიმართება „TRT World Forum 2023“ თემაზე „ერთად განვითარება: პასუხისმგებლობები, მოქმედებები და გადაწყვეტილებები“.

TRT-ს განცხადების მიხედვით, TRT World Forum-ი, რომელსაც დღემდე მრავალი ქვეყნიდან 8500-ზე მეტი სტუმარი და 651 გამომსვლელი ჰყავდა, წელს მასპინძლობს ღონისძიებას და მას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 153 სხავადსხვა სიტყვით გამომსვლელი ეყოლება, მათ შორის მეცნიერები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ანალიტიკური ცენტრის ექსპერტები, ბიუროკრატები და ჟურნალისტები.

TRT World Forum 2023-ის თემა, რომელიც წელს მე-7-ედ იმართება იქნება „ერთად განვითარება: პასუხისმგებლობები, მოქმედებები და გადაწყვეტილებები“. იგი მიზნად ისახავს გლობალური პრობლემების განხილვას და გადაწყვეტილებების შეთავაზებას.

ღონისძიებაზე, რომლის გახსნასაც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრება, ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი და ზოგიერთი მინისტრი მნიშვნელოვან თემებზე განცხადებებს გააკეთებენ.

ასობით ადგილობრივი და უცხოელი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, მეცნიერი და ჟურნალისტი მთელი მსოფლიოდან შეიკრიბება ღონისძიებაზე, რომელიც მოიცავს ღია სხდომებს და ექსპერტებთან სისკუსიებს მრგვალ მაგიდასთან.

ღონისძიების გამორჩეული თემები იქნება საერთაშორისო უსაფრთხოება, ენერგეტიკა და კლიმატი, ეკონომიკა, ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი, მედია და საზოგადოებრივი მაუწყებლობა და პოლიტიკა.

ღონისძიებაზე გასამართი ღია სხდომების სახელწოდებებს შორისაა „თურქეთის საუკუნის ხედვა: თურქეთი, როგორც სისტემის მშენებელი აქტორი“, „ისრაელის ღაზის ომი: ჰუმანიტარული კრიზისი და სამშვიდობო პერსპექტივები“, „გეოპოლიტიკის დაბრუნება: მეტოქეობა და ხელახალი ალიანსები ახალ საუკუნეში“, „ციფრულ ეპოქაში საზოგადოებრივი მაუწყებლობა: გამოწვევები და შესაძლებლობები“, „გლობალური ეკონომიკის თავიდან ფორმირება“, „საზრიანი ხელოვნური ინტელექტი: შემოქმედებითი პოტენციალი თუ დამანგრეველი ბოროტება?“, „გაყოფილი/გაერთიანებული ერები: მუშაობა ეფექტური მულტილატერალიზმისთვის“, "კაცობრიობის გაძლიერება: სოციალური კრიზისების და უთანასწორობის განხილვა" და "სურსათის, წყლისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების კრიტიკული კავშირი".


საკვანძო სიტყვები: #ტრტ , #trt , #TRT World Forum 2023

მსგავსი ინფორმაციები