ანომალიური კლიმატური მოვლენა ელ-ნინიო დაიწყო

ანომალიური კლიმატური მოვლენა ელ-ნინიო დაიწყო

1997496
ანომალიური კლიმატური მოვლენა ელ-ნინიო დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ანომალიური კლიმატური მოვლენა ელ-ნინიო დაიწყო, რომელიც დედამიწაზე ექსტრემალური ამინდის მაპროვოცირებელია. ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ 2024, სავარაუდოდ, ყველაზე ცხელი წელი იქნება დედამიწაზე.

წყნარ ოკეანეში ელ-ნინოს ამინდის მოვლენა დაიწყო.

აშშ-ის ატმოსფეროსა და ოკეანის ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამინდის მოვლენა, რომელიც გავლენას ახდენს მთელ პლანეტაზე, ეტაპობრივად გაზრდის თავის გავლენას უახლოეს თვეებში.

NOAA-ს კლიმატის მეცნიერმა მიშელ ლ'ჰოურმა განაცხადა, რომ ელ-ნინოს სიძლიერიდან გამომდინარე, მან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა უარყოფითი ეფექტი, როგორიცაა გვალვის რისკი და ძლიერი წვიმა მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში და შეიძლება დაფიქსირდეს ტემპერატურის მაღალი რეკორდი ჩვენს პლანეტაზე.



მსგავსი ინფორმაციები