ივნისის პირველ 11 დღეში ტემპერატურამ მთელ მსოფლიოში წლის ამ პერიოდის რეკორდი მოხსნა

ივნისის პირველ 11 დღეში ტემპერატურამ მთელ მსოფლიოში წლის ამ პერიოდის რეკორდი მოხსნა

2000362
ივნისის პირველ 11 დღეში ტემპერატურამ მთელ მსოფლიოში წლის ამ პერიოდის რეკორდი მოხსნა

ივნისის პირველ 11 დღეში ტემპერატურამ მთელ მსოფლიოში წლის ამ პერიოდის რეკორდი მოხსნა.

ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის კოპერნიკუსის მონაცემებით, ელ ნინოს ამინდის მოვლენის ფორმირებისა და გასულ თვეში ზღვის ზედაპირის რეკორდული ტემპერატურის შემდეგ, ჰაერის ტემპერატურამ ხმელეთზე მიაღწია ივნისის პირველ 11 დღეში ამ დრომდე გაზომილ ყველაზე მაღალ დონეს.

გლობალური ჰაერის ტემპერატურამ ივნისში პირველად 1,5 გრადუსით გადააჭარბა ინდუსტრიამდელ საშუალო მაჩვენებელს.

პარიზის შეთანხმება მიზნად ისახავდა გლობალური ტემპერატურის მატების 1,5 გრადუსამდე შეზღუდვას 20 და 30 წლის განმავლობაში.

კოპერნიკუსის სამსახურის ამ თემაზე განცხადებაში ნათქვამია: „მიუხედავად იმისა, რომ ელ-ნინოს მოვლენა აგრძელებს განვითარებას, არსებობს საფუძველი იმის მოლოდინისთვის, რომ გლობალური ჰაერის საშუალო ტემპერატურა გაიზრდება 1,5 გრადუსით პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით მომდევნო 12 თვის განმავლობაში“.

ჰაერის საშუალო ტემპერატურის მატებამ აქამდეც გადააჭარბა 1,5 გრადუსიან ზღურბლს. თუმცა, ეს ზრდა პირველად დაფიქსირდა ივნისში. 1,5 გრადუსიანი ბარიერი პირველად 2015 წლის დეკემბერში გადაილახა, შემდეგ 2016 და 2020 წლის ზამთრისა და გაზაფხულის თვეებში.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მაისის ანგარიშის მიხედვით, არსებობს 66 პროცენტიანი ალბათობა იმისა, რომ ჰაერის გლობალური საშუალო ტემპერატურა 2023-2027 წლებისთვის 1,5 გრადუსით მეტი დარჩეს პრეინდუსტრიულთან შედარებით მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.


საკვანძო სიტყვები: #ტემპერატურა , #ივნისი

მსგავსი ინფორმაციები