მისია Ax-3 19 იანვრამდე გადაიდო

Ax-3 მისია, რომლის წევრიც თურქეთის პირველი კოსმონავტი ალპერ გეზერავჯია, 19 იანვრამდე გადაიდო

2090138
მისია Ax-3 19 იანვრამდე გადაიდო

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა განაცხადა, რომ Ax-3 მისია, რომლის წევრიც თურქეთის პირველი კოსმონავტი ალპერ გეზერავჯია, 19 იანვრამდე გადაიდო.

მინისტრმა ქაჯირმა სოციალური ქსელის პლატფორმა X-ზე გაკეთებულ პოსტში განაცხადა, რომ თურქეთის პირველი პილოტირებული კოსმოსური მოგზაურობა გადაიდო.

„გაშვება, რომელშიც ჩვენი პირველი ასტრონავტი ალპერ გეზერავჯიც მიიღებს მონაწილეობას, გადაიდო. გაშვების მიზნობრივი დროა 2024 წლის 19 იანვარი, თურქეთის დროით 00:49 საათი. ამ პერიოდში იგეგმება წინასწარი ტექნიკური შემოწმების დასრულება. მღელვარებით ველით ჩვენი ასტრონავტის გეზერავჯის ამ ისტორიული მისისს წარმატებით შესრულებას“. - თქვა მინისტრმა.


საკვანძო სიტყვები: #კოსმონავტი , #ალპერ გეზერავჯი , #Ax-3

მსგავსი ინფორმაციები