პრეზიდენტმა ერდოღანმა ალფერ გეზერავჯისთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ალფერ გეზერავჯისთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარა

2091910
პრეზიდენტმა ერდოღანმა ალფერ გეზერავჯისთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასტრონავტ, ალფერ გეზერავჯის უთხრა, რომ ის მთელი ერისთვის შთაგონება გახდა.

თურქეთი პირველი თურქი ასტრონავტის ალფერ გეზერავაჯის კოსმოსურ მოგზაურობას დიდი აღფრთოვანებით აკვირდება.

გეზერავჯი, „პირველი პილოტირებული კოსმოსური მისიის“ ფარგლებში, თურქეთთან შვიდჯერ დაამყარებს პირდაპირ კომუნიკაციას.

მან სწორედ ამის ფარგლებში პირველი კომუნიკაცია, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა.

გეზერავჯიმ, პრეზიდენტ ერდოღანთან საუბრის დროს განაცხადა: „დაგეგმილი გრაფიკის ფარგლებში დავიწყე ჩვენი ექსპერიმენტები. აქ ჩემი მოვალეობის შესრულებისას დავასრულებ ყველა ექსპერიმენტს და ჩავიწერ შედეგებს, რომ ჩამოვიტანო ჩვენს ქვეყანაში. ვაგრძელებ მუშაობას, როგორც დავგეგმეთ“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა კი გეზერავჯის ამ სიტყვებით მიმართა: „თქვენ შთააგონეთ მთელი ჩვენი ერი, განსაკუთრებით ჩვენი შვილები და ახალგაზრდობა, ამ კრიტიკული მისიით, რომელიც თქვენ შეასრულეთ ჩვენი ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში. თურქეთის პირველი პილოტირებული კოსმოსური მისია ძალიან ღირებულია, რადგან ის არის სამეცნიერო მისია. ამგვარად, თურქი მეცნიერები ხელს შეუწყობენ კვლევებს, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სამეცნიერო ლიტერატურაში. ვიმედოვნებ, რომ ექსპერიმენტები, რომლებსაც იქ ჩაატარებთ ბევრ სხვადასხვა სფეროში, წარმატებით დასრულდება“.



მსგავსი ინფორმაციები