იტალიის პრემიერი ევროპარლამენტის არჩევნებზე თავის კანდიდატურას წამოაყენებს

იტალიის პრემიერი ევროპარლამენტის არჩევნებზე თავის კანდიდატურას წამოაყენებს

2133412
იტალიის პრემიერი ევროპარლამენტის არჩევნებზე თავის კანდიდატურას წამოაყენებს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ის წამოაყენებს თავის კანდიდატურას ევროპარლამენტის არჩევნებზე, რომელიც ივნისში გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მელონიმ განცხადება გააკეთა მისი ულტრამემარჯვენე პარტიის, იტალიის ძმების (FdI) კონგრესზე ქალაქ პესკარაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებზე მისი საარჩევნო კამპანისთვის ერთი წუთითაც კი არ დატოვებს სამთავრობო საქმიანობას.

პრემიერ-მინისტრის მსგავსად, ხელისუფლების მოკავშირე ფორცა იტალია-ს (FI) ლიდერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ და მთავარი ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის (PD) ლიდერმა ელი შლაინმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ისინი აყენებენ თავიანთ კანდიდატურებს ევროპარლამენტის არჩევნებზე.



მსგავსი ინფორმაციები