ბავშვები, რომლებმაც თავი შეაფარეს ევროპას გაუჩინარდნენ

ბავშვები, რომლებმაც თავი შეაფარეს ევროპას გაუჩინარდნენ

2134089
ბავშვები, რომლებმაც თავი შეაფარეს ევროპას გაუჩინარდნენ

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ევროპაში ჩასული 50 ათასზე მეტი უპატრონო ბავშვი გაუჩინარდა და მათი უმეტესობა შესაძლოა კრიმინალური ორგანიზაციების ხელში აღმოჩნდეს.

ბელგიური მედია ორგანიზაციების De Standaard-ის, VRT-ისა და Knack-ის მიერ საგამოძიებო ჟურნალისტურ ორგანიზაცია Lost in Europe-თან ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2021-2023 წლებში ევროპაში ჩასული 51 ათას 433 ემიგრანტი ბავშვი, რომლებიც იქ ნათესავების გარეშე ჩავიდნენ, გაუჩინარებული არიან და მათ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის ცნობილი.  

ვარაუდობენ, რომ ეს ბავშვები შესაძლოა მოხვდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ხელში და იძულებით მუშაობენ მათ დაქვემდებარებაში.

ამავე ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგული ბავშვების ყველაზე მეტი რაოდენობა იტალიაში დაფიქსირდა 22 ათას 899-ით.

იტალიას მოჰყვება ავსტრია (20 ათასი 77), ბელგია (2 ათასი 241), გერმანია (2 ათასი 5) და შვეიცარია (1226). თავის მხრივ, მონაცემები ვერ იქნა მიღებული ინტენსიური არალეგალური მიგრაციის მქონე ქვეყნებიდან, როგორიცაა საბერძნეთი და პოლონეთი.

2018-2020 წლების ამავე კვლევის დასკვნებში ევროპაში დაკარგული ბავშვების რაოდენობა 18 ათას 292 იყო.



მსგავსი ინფორმაციები