გაერო მოუწოდებს ქვეყნებს, აღკვეთონ ისრაელის შესაძლო თავდასხმა რაფაზე

გაერო მოუწოდებს ქვეყნებს, აღკვეთონ ისრაელის შესაძლო თავდასხმა რაფაზე

2134059
გაერო მოუწოდებს ქვეყნებს, აღკვეთონ ისრაელის შესაძლო თავდასხმა რაფაზე

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში პრესისთვის შეფასებები გააკეთა.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ ღაზაში ვითარება გასული წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ყოველდღე უარესდება. გუტერეშმა შეახსენა, რომ მან არაერთხელ მოუწოდა ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის, პატიმრების დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული დახმარების გაზრდისკენ და აღნიშნა, რომ ეს ჯერ არ განხორციელებულა, მაგრამ, მოლაპარაკებები განახლდა.

„მე მტკიცედ მოვუწოდებ ისრაელისა და ჰამასის ლიდერებს, მიაღწიონ შეთანხმებას ღაზაში მცხოვრები ხალხის, პატიმრების და მათი ოჯახების გულისთვის. თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, სიტუაცია ღაზაში და რეგიონში ბევრად უფრო სწრაფად გაუარესდება“, განაცხადა გუტერეშმა.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ რაფაზე საჰაერო თავდასხმები გაიზარდა და დაამატა: „რაფაზე სამხედრო თავდასხმა კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას, გამოიწვევს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილს და ასობით ათასი ადამიანის იძულებით მიგრაციას. ეს გავლენას მოახდენს ღაზაზე, ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ანუ ზოგადად პალესტინელებზე. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები და სხვა ქვეყნები აშკარად ეწინააღმდეგებიან „რაფაზე ოპერაციას“. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს შეაჩერონ შესაძლო ოპერაცია მთელი ძალით, რომლებსაც აქვთ გავლენა ისრაელზე“.

თავის მხრივ, პრესკონფერენციის დროს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა შეერთებულ შტატებში  პალესტინის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა: „უნივერსიტეტებმა უნდა გაუმკლავდნენ სიტუაციას გონივრულად. რაც შეეხება აქციებზე სამართალდამცველების გადაჭარბებულ რეაგირებას, მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გარანტია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სიძულვილის ენა მიუღებელია“.



მსგავსი ინფორმაციები