წყალდიდობა ბრაზილიაში
არის მსხვერპლი
პირველადი ინფორმაციით, ბრაზილიაში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაიკარგა.
უბედური შემთხვეა ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიო გრანდე-დუ სულის შტატში მოხდა.
სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ წყალდიდობას ამ დროისთვის 10 ადამიანი ემსხვერპლა და 21 დაკარგული ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მათივე განცხადებაში ნათქვამია, რომ საცხოვრებელი სახლების დატბორვის გამო 1400 ადამიანს მოუწია სახლ-კარის დატოვება. რეგიონში დამატებითი სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა.
თავის მხრივ, პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას დავალებით წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების მარაგები გაიგზავნა.
შტატების გუბერნატორმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რეგიონში ძლიერი წვიმები ჯერ კიდევ გაგრძელდება და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
მსგავსი ინფორმაციები
გემი, რომელსაც ისრაელში იარაღი გადაჰქონდა ესპანეთმა არ მიიღო
გემი, რომელსაც ისრაელში იარაღი გადაჰქონდა ესპანეთმა არ მიიღო