მსოფლიოს მასშტაბით უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება

მსოფლიოს მასშტაბით უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება

2134427
მსოფლიოს მასშტაბით უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება

ამერიკის შეერთებული შტატების კოლუმბიის უნივერსიტეტში დაწყებული პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები ინგლისის უნივერსიტეტებშიც გავრცელდა.

ნიუკასლის, ბრისტოლის, უორვიკის, ლიდსის, შეფილდისა და შეფილდ ჰალამის უნივერსიტეტების სტუდენტებმა კამპუსების ღია ადგილებში კარვების მოწყობით, პალესტინის მხარდასაჭერი დემონსტრაციები გამართეს.

საპროტესტო აქციაში მონაწილე სტუდენტებმა და თანამშრომლებმა მოუწოდეს მათ უნივერსიტეტებს შეწყვიტონ თანამშრომლობა იმ კომპანიებთან, რომლებიც იარაღს აწვდიან ისრაელს.

შეგახსენებთ, რომ პალესტინის მხარდასაჭერად საპროტესტო გამოსვლები გრძელდება აშშ-ის 50-ზე მეტ მსხვილ უნივერსიტეტში.

პოლიციამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში დემონსტრაციების დროს 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის რამდენიმე ლექტორი



მსგავსი ინფორმაციები