საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები გრძელდება

საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები გრძელდება

2134071
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები გრძელდება

თბილისში მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“  კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები გრძელდება.

თბილისში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე აქციის მონაწილეები ღამით შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობის შესასვლელების გადაკეტვას შეეცადნენ, რათა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები არ წასულიყვნენ.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გააფრთხილეს, რომ შენობის შესასვლელ კარებს მოშორებოდნენ.

გაფრთხილებების მიუხედავად, მომიტინგეები არ დაიშალნენ რა, ამის შემდეგ სპეცრაზმი ჩაერია და მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

აქციის დროს, სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის ხანდახან დაპირისპირებებსაც ჰქონდა აგილი. არიან დაკავებულებიც.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში უშიშროების ძალები და ხელისუფლება აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა.



მსგავსი ინფორმაციები