საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მიიღო

2134307
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა გუშინ გამართულ პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით, ხმათა უმრავლესობით საკამათო კანონპროექტი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ მიიღო.

კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 23 დეპუტატი გამოვიდა.

თავის მხრივ, სანამ სხდომა გრძელდებოდა, საზოგადოების ნაწილმა, რომელიც კანონს ეწინააღმდეგებოდა, პარლამენტის ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის დროს რამდენიმე მომიტინგე ცდილობდა პარლამენტის შენობის კარების ბლოკირებას, სადაც უსაფრთხოების უმაღლესი დონე იყო მიღებული. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

საპროტესტო აქციები გაიმართა თბილისის მასშტაბით, სწორედ მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი.

მოსალოდნელია, რომ პარლამენტი კანონპროექტს მესამე მოსმენით მიიღებს, რომელიც გაიმართება როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარულ დონეზე, ორი კვირის შემდეგ.

მეორეს მხრივ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუ პარლამენტი კანონპროექტს მესამე მოსმენით მიიღებს. თუმცა, პარლამენტი დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობით პრეზიდენტის ვეტოს მარტივად დაძლევას შეძლებს.



მსგავსი ინფორმაციები