საქართველოში საპროტესტო აქციები გუშინ ღამითაც გაგრძელდა

საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გუშინ ღამითაც გაგრძელდა

2135053
საქართველოში საპროტესტო აქციები გუშინ ღამითაც გაგრძელდა

საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გუშინ ღამითაც გაგრძელდა.

დედაქალაქ თბილისის ქუჩებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტა.

აქციის მონაწილეები ღამით პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

მოგვიანებით დემონსტრანტებმა ქალაქის ქუჩებში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა მოაწყვეს.

აქციის მონაწილეებმა თბილისის ერთ-ერთი მთავარი პროსპექტი, რუსთაველი და დამაკავშირებელი გზები საგზაო მოძრაობისთვის დაკეტეს და გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ.

დემონსტრანტებმა შუაღამის შემდეგ გზა გახსნეს და ისევ პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ. ისინი ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე კენჭისყრით 1 მაისს გავიდა. იმისთვის, რომ კანონპროექტმა კანონის სახე მიიღოს, მას პარლამენტში სამჯერ უნდა უყარონ კენჭი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დაახლოებით ერთი თვის წინ გაკეთებულ განცხადებაში ამტკიცებდა, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 90 პროცენტზე მეტი გამჭვირვალე არ არის.

მდინარაძემ თქვა, რომ ქვეყანაში არსებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის მსგავსი ინსტიტუტებისთვის უზრუნველყოფილი დაფინანსების შესახებ გამჭვირვალე ინფორმაციის მიღება შეუძლებელია და გადაწყვიტეს ხელახლა წარედგინათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

კანონპროექტი პარლამენტში პირველად 2023 წლის მარტში შეიტანეს.

მეორე მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უარი თქვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოფიციალური ვიზიტით მოწვევაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ კობახიძემ ამ ქვეყანაში ვიზიტზე აშშ-ს მიერ შეთავაზებული „წინაპირობის“ გამო თქვა უარი. იქვე ასევე ნათქვამია: „გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიწვეული იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა ‘უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული“.



მსგავსი ინფორმაციები