ფიფა: 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები სამ ქვეყანაში გაიმართება

ფიფა: 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები სამ ქვეყანაში გაიმართება

2097642
ფიფა: 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები სამ ქვეყანაში გაიმართება

ფიფა: 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები სამ ქვეყანაში გაიმართება

ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) განაცხადა, რომ კანადა, მექსიკა და ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებენ 23-ე მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გასამართ მატჩებს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება 19 ივლისს ამერიკის ნიუ-იორკის/ნიუ ჯერსის რეგიონში მდებარე MetLife Stadium-ზე.

MetLife Stadium-მა, რომელიც 82 500 მაყურებელს იტევს, ასევე უმასპინძლა 2016 წლის კოპა ამერიკის საფეხბურთო ტურნირის ფინალს, რომელშიც ჩილემ არგენტინას მოუგო.

ფიფამ განაცხადა, რომ 39 დღიანი ტურნირის გახსნის მატჩი 11 ივნისს მეხიკოში, Estadio Azteca-ს სტადიონზე გაიმართება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართება ფლორიდაში ქალაქ მაიამი გარდენსში მდებარე ჰარდ როკის სტადიონზე.

მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო ტურნირად ითვლება, სამ ქვეყანაში პირველად ჩატარდება.

ტურნირში, რომელშიც 48 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, ზოგიერთი მატჩი ჩატარდება 16 სტადიონზე აშშ-ს ქალაქებში ნიუ-იორკში, დალასში, მაიამიში, კანზასში, ჰიუსტონში, ატლანტაში, ლოს ანჯელესში, ფილადელფიაში, სიეტლში, სან-ფრანცისკოსა და ბოსტონში.

მექსიკაში მატჩები მონტერეიში, გვადალახარასა და მეხიკოში, კანადაში კი ვანკუვერსა და ტორონტოში  გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები