ანკარა, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს დაუჭერს მხარს

ანკარა, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს დაუჭერს მხარს

2133556
ანკარა, ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს დაუჭერს მხარს

თურქეთმა ორგანიზაციის სხვა წევრებს აცნობა, რომ მხარს დაუჭერს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს კანდიდატურას ნატოს ახალი გენერალური მდივნის პოსტზე.

მას შემდეგ, რაც რუტე გასულ კვირას სტამბულში შეხვდა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარდაჭერის თხოვნით, თურქეთმა ნატოს წევრებს უთხრა, რომ მხარს დაუჭერდა რუტეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლში, ვაჰდეთთინის სასახლეში 26 აპრილს თურქეთში ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ რუტესთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მარკ რუტემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატოს სამხრეთ ფრთას თურქეთი და თურქეთის ლიდერობა სჭირდება.



მსგავსი ინფორმაციები