ჰაქან ფიდანმა რიადში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

ჰაქან ფიდანმა რიადში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

2133546
ჰაქან ფიდანმა რიადში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ფეისალ ბინ ფერჰანს და კატარის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ მუჰამედ ბინ აბდურაჰმან ალ თანის შეხვდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს X სოციალური მედიის პლატფორმაზე განთავსებული პოსტის მიხედვით, მინისტრი ფიდანი ჯერ თავის კატარელ კოლეგას ალ თანის, შემდეგ კი საუდის არაბეთელ კოლეგას ფეისალ ბინ ფერჰანს შეხვდა.

მეორეს მხრივ, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას და მთელი ძალით იმუშავებს ღაზაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის დამნაშავეების გასამართლებაზე.

„ისრაელელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენი ერის ლიდერების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების უგუნურობას ახდენენ, ახლა მთლიანად დაეცა. ისრაელის ოფიციალური პირები, რომლებიც აგრძელებენ საერთაშორისო სამართლისა და ყოველგვარი ადამიანური ღირებულებების დარღვევას, უკვე დაგმობილ იქნა მსოფლიო საზოგადოების სინდისში. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა ხოცვა-ჟლეტის დამნაშავეები პასუხისმგებელნი იქნებიან კანონის წინაშე“, განაცხადა ჰაქან ფიდანმა, აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები