თურქეთი ჩაერთვება ისრაელის წინააღმდეგ აღძრულ გენოციდის საქმეში

თურქეთი ჩაერთვება ისრაელის წინააღმდეგ აღძრულ გენოციდის საქმეში

2134242
თურქეთი ჩაერთვება ისრაელის წინააღმდეგ აღძრულ გენოციდის საქმეში

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა თქვა: „როგორც თურქეთმა, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავერთოთ სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ანკარაში, ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეტნო მარსუდისთან  ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციის დროს მინისტრმა ფიდანმა განაცხადა: „ჯერ კიდევ რას ელოდება საერთაშორისო საზოგადოება? 21-ე საუკუნეში, როცა ღაზაში შიმშილით იღუპება ამდენი ადამიანი, მასობრივი საფლავები ჩნდება ისეთ ადგილებში, სადაც ისრაელის არმია შევიდა და სამოქალაქო პირები, ქალები, ბავშვები, პაციენტები და მოხუცები, სამიზნეები არიან. ამ ყველაფრის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოება რას ელოდება? აშკარაა, რომ იძულებითი ღონისძიებები ახლა დღის წესრიგში უნდა დადგეს. არც პალესტინელები, არც თურქეთი, არც სამართლიანობისა და კანონის მსურველი სხვა ქვეყნები და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ მიიღებენ ისრაელის ძალისხმევას პალესტინელი ხალხის დასამორჩილებლად, მათი, საკუთარი მიწებიდან განდევნას. ჩვენი შეფასებების შედეგები დღეს წარვუდგინეთ ჩვენს პრეზიდენტს (რეჯეფ თაიფ ერდოღანს) და მსურს ისინი პირველად გამოვაცხადო აქ. როგორც თურქეთი, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავერევით სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენი მუშაობა ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ჩვენ მეგობარ და მოკავშირე ქვეყანასთან მუშაობას იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ საკითხთან დაკავშირებით და რომელ ქვეყნებს შეუძლიათ შემდგომი განაცხადის გაკეთება. როდესაც ჩვენი კვლევის სამართლებრივი ტექსტი დასრულდება, შევიტანთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, რათა განხორციელდეს ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. როგორც თურქეთი, ჩვენ გავაგრძელებთ პალესტინელი ხალხის გვერდში დგომას ყველა სიტუაციაში“.



მსგავსი ინფორმაციები