პრეზიდენტმა ერდოღანმა TRT-ს 60 წლის იუბილე მიულოცა

პრეზიდენტმა ერდოღანმა TRT-ს 60 წლის იუბილე მიულოცა

2134338
პრეზიდენტმა ერდოღანმა TRT-ს 60 წლის იუბილე მიულოცა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობას (TRT) 60 წლის იუბილე მიულოცა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ TRT 60 წელია, რაც პასუხისმგებლობით, მიუკერძოებლად და პრინციპული ჟურნალისტური მიდგომით სთავაზობს მოქალაქეებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლობის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, TRT აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ღირებულებების, ისტორიის, კულტურის, ძალაუფლებისა და ხმის ასახვას მთელ მსოფლიოში თავისი დინამიური სტრუქტურით და პიონერული სამაუწყებლო გამოცდილებით. იგი, აგრძელებს მაგალითის ყოფნას თავისი ყველა არხით, საინფორმაციოდან სპორტამდე, მუსიკიდან დოკუმენტურ ფილმებამდე, საბავშვო პროგრამებიდან კულტურამდე. TRT არის ინდუსტრიის ლიდერი ჩვენს ქვეყანაში. ის არის სკოლა თურქეთის ტელე-რადიო კორპორაციისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღირებული ტელე-რადიო მაუწყებლების მომზადებაში. მე მჯერა, რომ TRT სამომავლოდაც გააგრძელებს ყველა ამ წარმატებულ საქმეს. ვულოცავ, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ყველა თანამშრომელს დაარსების იუბილეს“, აცხადებს პრეზიდენტი ერდოღანი TRT-ს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გავრცელებულ მისალოც მესიჯში.



მსგავსი ინფორმაციები