თურქეთი პალესტინას „მტკიცე მხარდაჭერას“ უცხადებს

თურქეთი პალესტინას „მტკიცე მხარდაჭერას“ უცხადებს

2134421
თურქეთი პალესტინას „მტკიცე მხარდაჭერას“ უცხადებს

თურქეთმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი „მტკიცე მხარდაჭერა“ პალესტინის გაეროში სრულუფლებიანი წევრობის შესახებ.

თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ელჩმა აჰმედ ილდიზმა გენერალურ ასამბლეაზე გამართულ შეხვედრაზე პალესტინის გაეროში სრული წევრობის, აშშ-ს მხრიდან ვეტოს დადებაზე ისაუბრა და თქვა: „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას პალესტინის გაეროში სრულუფლებიანი წევრობის შესახებ“.

ილდიზმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფოდ გადახედონ პალესტინის საკითხს, პალესტინელი ხალხის ფუნდამენტური უფლებების აღიარებით.

ილდიზმა თქვა: „თურქეთი თვლის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს გამოყენებამ არ უნდა შეაფერხოს პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნები. ამ სიტუაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში (ისრაელსა და ჰამასს შორის). გასულ კვირას პალესტინას კიდევ ერთხელ აეკრძალა თავისი კანონიერი ადგილი საერთაშორისო საზოგადოებაში უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის (აშშ) ვეტოს გამო. ამ ვეტომ უგულებელყო არა მხოლოდ პალესტინელი ხალხის ნება, არამედ უშიშროების საბჭოს წევრი სხვა ქვეყნების დადებითი ხმებიც. ძალადობის გაუთავებელი ციკლის გასაწყვეტად ერთადერთი ეფექტური ვარიანტი არის, არსებული პრობლემის ორი სახელმწიფოს ფორმატში გადაწყვეტა“.  



მსგავსი ინფორმაციები