აშშ TikTok-ის აკრძალვისთვის ემზადება

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო და გააგზავნა სენატში კანონპროექტი, რომელიც გზას გაუხსნის ქვეყანაში TikTok-ის აკრძალვას

2115538
აშშ TikTok-ის აკრძალვისთვის ემზადება

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო და გააგზავნა სენატში კანონპროექტი, რომელიც გზას გაუხსნის ქვეყანაში TikTok-ის აკრძალვას იმ მოტივით, რომ ის „პრობლემას უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას“.

წარმომადგენელთა პალატაში გამართულ კენჭისყრაზე 352 ხმით 65-ის წინააღმდეგ მიღებულ იქნა კანონპროექტი სახელწოდებით „უცხო მტრების მიერ კონტროლირებადი აპლიკაციისგან ამერიკელების დაცვის კანონი“.

კანონპროექტი მოითხოვს TikTok ჩინურმა მთავარმა პარტნიორმა ByteDance-მა მიყიდოს ფირმას, წინააღმდეგ შემთხვევაში TikTok აიკრძალება შესაბამისი აპლიკაციების მარკეტებში 5 თვით ან მთლიანად.

რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ერთობლივი ხმებით მიღებული კანონპროექტის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ პეკინში დაფუძნებული ByteDance კომპანიის მიერ TikTok-ის მეშვეობით ამერიკელი მოქალაქეების შესახებ მოპოვებული ინფორმაცია ჩინეთის ხელისუფლებას გადაეცემა.

კონგრესის წევრები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონპროექტს, ამტკიცებენ, რომ TikTok-ის მიერ ინფორმაციის შეგროვების და ჩინეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის ბრალდებას მტკიცებულება სჭირდება და რომ აპლიკაციის აკრძალვა შეიძლება ნიშნავდეს "გამოხატვის თავისუფლების" შეზღუდვას.

TikTok-ის მენეჯმენტი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ეს ბრალდებები არ ასახავს სიმართლეს და რომ, ისევე როგორც სხვა სოციალური მედიის პლატფორმები აშშ-ში, ისინიც მოქმედებენ მთლიანად ამერიკული კანონების შესაბამისად.

მას შემდეგ, რაც კანონპროექტი დიდი უმრავლესობით მიიღო წარმომადგენელთა პალატაში, ყურადღება სენატზე გადავიდა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ხელს მოაწერს კანონპროექტს ეროვნული უსაფრთხოების სენსიტიურობის გამო, თუ ის მასთან მივა.


საკვანძო სიტყვები: #TikTok , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები