TRT 60 წლისაა

TRT 60 წლისაა

2134085
TRT 60 წლისაა

თურქეთის ციფრული და ხმოვანი მეხსიერება, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა (TRT) 60 წლისაა...

ნახევარ საუკუნეზე მეტია დაუვიწყარი გადაცემები და პირველები ხვდება მაყურებელს TRT-ის ეკრანებზე.

TRT აუწყებს თურქეთის ხმას მსოფლიოს თავისი ენის რადიო და სატელევიზიო არხებით, რომლებიც მაუწყებლობენ სხვადასხვა ენაზე.

TRT-მ რადიოს დღეები დაიწყო 1927 წლის 6 მაისს და შემდეგ სატელევიზიო მაუწყებლობაზეც გადავიდა.

პირველი საცდელი მაუწყებლობა მითჰათფაშას სტუდიაში 1968 წლის 31 იანვარს დაიწყო.

თურქეთის ტელე-რადიო კორპორაციას საფუძველი ჩაეყარა 1964 წლის 1 მაისს მიღებული კანონით.

ამჟამად TRT, საერთაშორისო მოვლენებს მსოფლიო საზოგადოებას წარუდგენს 41 ენაზე და დიალექტზე მაუწყებლობით და ციფრული ახალი ამბების პლატფორმებით, მათ შორის გახლავთ TRT გერმანული, TRT რუსული, TRT ფრანგული, TRT ბალკანური, TRT აფრიკული და ახლა უკვე TRT ესპანური.

60 წლიანი გამოცდილებით, TRT, ზუსტი და მიუკერძოებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ერთადერთი მისამართია, რომელიც კვლავ რჩება თურქი ხალხის ხმად.

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობიდან გავრცელებული ინფორმაციით, TRT 60 წლის იუბილეს სპეციალური ღონისძიებებითა და გადაცემებით აღნიშნავს.


საკვანძო სიტყვები: #TRT 60 წლისაა

მსგავსი ინფორმაციები