აშშ: „ატომური იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებას მხოლოდ ადამიანი მიიღებს“

აშშ: „ატომური იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებას მხოლოდ ადამიანი მიიღებს“

2135206
აშშ: „ატომური იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებას მხოლოდ ადამიანი მიიღებს“

”ჩვენ არასოდეს დავუტოვებთ გადაწყვეტილებას ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ხელოვნურ ინტელექტს” - თქვა პოლ დინმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეიარაღების კონტროლის, შეკავებისა და სტაბილურობის ბიუროს მდივნის მთავარმა მოადგილემ.

ონლაინ პრეს ბრიფინგზე პოლ დინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ „აიღო ძალიან მკაფიო და მტკიცე ვალდებულება“, რომ „ატომური იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებას მხოლოდ ადამიანი მიიღებს“.

”ჩვენ არასოდეს დავუტოვებთ გადაწყვეტილებას ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ხელოვნურ ინტელექტს.” - თქვა დინმა  და დაამატა, რომ ამ განცხადების უკან მისი ქვეყანა დგას და ამის შესახებ საზოგადოებას ინგლისთან და საფრანგეთთან ერთად განუცხადეს.

„ჩვენ მივესალმებით ჩინეთის და რუსეთის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთებას“, - აღნიშნა დინმა. მისი თქმით, ეს მისასალმებელი იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრს შორის ჰარმონიის თვალსაზრისით.


საკვანძო სიტყვები: #ბირთვული იარაღი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები